ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც კვირიკაშვილის იყო – ჭიაბერაშვილი

ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაცია ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორიც კვირიკაშვილის იყო – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილის თქმით, პარტია „ევროპული საქართველო“ პრემიერ-მინისტრ ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.
„ევროპული საქართველო“ მხარს ვერ დაუჭერს ბახტაძის მინისტრთა კაბინეტს იმიტომ, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც კვირიკაშვილის მიერ დეკემბერში განხორციელებული, რომელსაც არანაირი სასიკეთო შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ მოჰყვა,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხვალ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს. დღეს კი განხილვები კომიტეტებში მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა, მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს
შემდეგი სტატიაბათუმში მაღაზია გაქურდეს