პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქული კომპანია “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში თურქული კომპანია “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარეს ებრუ ოზდემირს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარეს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია.
საუბარი შეეხო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან, ისევე, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.
აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის როლი და ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივები.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.
კომპანია Limak Group საქმიანობას სამშენებლო, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ავიაციის, კვების სფეროს და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს და თურქეთის ეკონომიკის ზრდასა და პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეაქვს.

banner
წინა სტატიაშისამნიძე – ის ომი, რომელიც ქვეყნაშია, ყურადღების მიღმა რჩება ყველას – ეს არის ომი ქალების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები ციხეში განხორციელებული არადამიანური მოპყრობის შედეგია – საძაგლიშვილი