სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები ციხეში განხორციელებული არადამიანური მოპყრობის შედეგია – საძაგლიშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, კვლავ შეიმჩნევა სერიოზული პრობლემები, რაც სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გააჩნია.

ადვოკატის განცხადებით, ჯერ არ დასრულებულა სამედიცინო გამოკვლევები, იმისთვის რომ საბოლოო დიაგნოზი დაისვას. მისივე განცხადებით, ხელისუფლება გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხს და არ გაითვალისწინებენ ექიმების პოზიციას.

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არანაირი პრეტენზია არ გვაქვს სამედიცინო პერსონალის ან კლინიკის მიმართ, დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. შეეცდებიან ზეწოლა მოახდინონ ექიმებზე, კლინიკაზე, რომ მათვის სასურველი პოლიტიკური შედეგი იქნეს მიღებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები თავისით არ გაჩენილა, ეს არის მის მიმართ ციხეში განხორციელებული არადამიანური მოპყრობის შედეგი. ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას ათმაგად მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია პირის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ნიშნები ჯერჯერობით არ იკვეთება”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება და კომუნიკაცია, მან უპასუხა, რომ შეხვედრისას ყოფილი პრეზიდენტი ლოგინში იწვა და არც უცდია წამოდგომა. რაც შეეხება კომუნიკაციის საკითხს, სურვილი მას გააჩნია, მაგრამ კომუნიკაციაზე აისახება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქული კომპანია “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი: დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ მიიღებს ქვეყანა და არა ხელისუფლება