ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ბათუმის საკრებულოში დღეს „ხელოვნური კრიზისის და ქაოსის მცდელობა“ დასრულდა

ბათუმის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ბათუმის საკრებულოში დღეს ხელოვნური კრიზისის და ქაოსის მცდელობა დასრულდა.

მისი განმარტებით, ბათუმის საკრებულო შედგა და “ქართულ ოცნებას” ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობა ექნება.

“რამაზ ჯინჭარაძეს გამარჯვებას ვულოცავ, ის არის ღირსეული ბათუმელი და დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილი პერიოდის განმავლობაში კარგად წარუძღვება საკრებულოს საქმიანობას. დღეს დასრულდა პრაქტიკულად მცდელობა ხელოვნური კრიზისის და ქაოსის, რომლის შექმნაც სურდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტ პარტიებს. ბათუმის საკრებულო შედგა, თანამდებობების პირების არჩევა მოხდება და ბათუმის საკრებულო სრულყოფილ ფუნქციონირებას გააგრძელებს. ამ მოწვევის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” მყარი უმრავლესობა ექნება, ჩვენ მოსახლეობისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ”, – განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.

banner
წინა სტატიაშინატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – ნატო აღარ არის ვალდებული თავი შეიკავოს აღმოსავლეთ ევროპაში ძალების განლაგებისგან
შემდეგი სტატიავერ ვხედავ თავს ამ საკრებულოში – ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულო დატოვა