ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – ნატო აღარ არის ვალდებული თავი შეიკავოს აღმოსავლეთ ევროპაში ძალების განლაგებისგან

ნატო აღარ არის ვალდებული წარსული ვალდებულებებით, თავი შეიკავოს აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ძალების განლაგებისგან, – ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაზე თავდასხმითა და ალიანსთან დიალოგის შეწყვეტით, მოსკოვმა თავად გააუქმა „ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი“.

„მათ მიიღეს გადაწყვეტილებები, აიღეს ვალდებულებები, რომ არ განახორციელებდნენ აგრესიას მეზობლების წინააღმდეგ და რომ ალიანსთან რეგულარულ კონსულტაციებს გამართავდნენ, რასაც არ აკეთებენ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ რეალურად ეს დამფუძნებელი აქტი ძირითადად არ ფუნქციონირებს რუსეთის გამო“, – აღნიშნა მირჩა ჯოანამ.

მისი თქმით, რუსეთი ფაქტობრივად ჩამოშორდა 1997 წლის შეთანხმების პირობებს.

banner
წინა სტატიაშიგორის ჰოსპიტალსა და “ვივა მედში” გადაღებულ კატეს შორის სხვაობაა, რაც ნეგატიურ განვითარებაზე მიუთითებს – ჯიშკარიანი
შემდეგი სტატიაფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ბათუმის საკრებულოში დღეს „ხელოვნური კრიზისის და ქაოსის მცდელობა“ დასრულდა