პრანკერი შსს პრესსამსახურის განცხადებას პასუხობს

პრანკერი ანდრეი სტოლიაროვი, რომელიც ცნობილია მეტსახელად “ლექსუსი”, საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მზად არის გადასცეს ექსპერტიზას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.
მისი თქმით, ის პირველი არ არის ვინც უარყოფს გამასხარავების ფაქტს, და დასძენს. რომ მზად არის გამოაქვეყნოს მღებრიშვილის პირადი ტელეფონის ნომერი.
მინისტრმა მათ ღია სატელეფონო კავშირის დროს საქართველოს პრემიერისა და პოროშენკოს საიდუმლო შეთანხმება გაუმხილა, რითაც შიდა ინსტრუქცია დაარღვია.

“შს მინისტრი ძალოვანია, მას შიდა ინსტრუქციით ეკრძალება ასეთი საჩოთირო თემების განხილვა ღია სატელეფონო ხაზებით. ამით, რა თქმა უნდა, მის რეპუტაციას გარკვეულწილად ჩრდილი ადგება. მან ხომ ჩვენ გაგვიმხილა საიდუმლო შეთანხმება საქართველოს პრემიერსა და პოროშენკოს შორის”, – თქვა სტოლიაროვმა.

ლექსუსმა ისიც აღნიშნა, რომ საუბრის დროს მღებრიშვილი ბათუმში იმყოფებოდა და ბელარუს და აზერბაიჯანელ მინისტრებთან ერთად ისვენებდა

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი თავს კარგად გრძნობს – პრესსამსახური გიორგი მღებრიშვილის ავადმყოფობას უარყოფს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მიშაც მოატყუს გუშინ