ფოთის პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკში მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს . პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, სათამაშო- საბავშვო მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, ურნების, სასმელი წყლის შადრევნების, დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა.
ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება,პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე – მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება;ატრაქციონების მოწყობა.
პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს. პარკის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ახვლედიანმა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძემ აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა