ფოთის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფოთის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერიის შესაბამისი სამსახურები ზარალის ოდენობას ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს დახმარებიან.

„ხანძარი კოსტავას ქუჩაზე არსებულ ოთხსართულიან კორპუსში, დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ. ზარალის ოდენობას მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებელი ქირით უზრუნველყოფს. ოპერატიულად დაიწყება დაზიანებული სახურავის გადახურვის სამუშაოები. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს
შემდეგი სტატიაExpo Dubai 2020-ის ფარგლებში, ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება