სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები პროტესტს წყვეტენ. “სოლიდარობის ქსელის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომ თანამშრომლების გაფიცვა მოლაპარაკებებით დასრულდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სოციალური აგენტები გაფიცვას შემდეგი პირობებით ასრულებენ:

15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება;
მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;
გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
სოც. აგენტები და უფროსი სოც. აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;
გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;
შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;
უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი;
ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!
“ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი!….ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ვაშინგტონ პოსტის“ – ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს
შემდეგი სტატიაფოთის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს