ფოთის მერი – ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია

ფოთში გრძელდება ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები. საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობა, ფილებით მოკირწყვლა, საყვავილეების მოწყობა და სხვა სამუშაოები.

თავდადებულისა და ბერდიანსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ.

„ფოთში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს. ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება” – განაცხადა ფოთის მერმა.

განახლებული და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანია მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების თვალსაზრისით, ამ მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტში 17 463 626 მილიონი ლარი იხარჯება.

banner
წინა სტატიაშიტყიბულში, შახტში მყოფი ერთი პირი შეუძლოდ გახდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე რესპუბლიკელებს – თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და ბედი