ფოთის ყოფილი მერი კვლავ პატიმრობაში რჩება

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი საჯარო მოხელეები პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე შოთა ბიჭიამ მსჯავრდებულის უფლებადამცველის ედიშერ ქარჩავას შუამდგომლობა 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.
როგორც მსჯავრდებულის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, უკვე არ არსებობს მტკიცებულებათა განადგურის საფუძველი. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის, რომ ბრალში მითითებულია სამი მოწმე, რომლებიც ბრალდებულები არიან და მათზე არანაირი სახის ზეწოლა არ განხორციელებულა და არც მომავალში განხორციელდება.
მისივე მტკიცებით, არც მიმალვის საფრთხე არსებობს და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

თავად, კაკულიამ კი სასამართლო სხდომაზე განაცხადა, მხოლოდ ერთ ბრალდებაში – სამსახურეობრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში თავს დამნაშავედ ცნობს.
შეგახსენებთ რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ოპოზიცია იმოქმედებს შეთანხმებულად, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში
შემდეგი სტატიაჩვენი შეშფოთება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმედგაცრუება ან ბრაზი