ჩვენი შეშფოთება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმედგაცრუება ან ბრაზი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 6, 2020 21:32

ჩვენი შეშფოთება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმედგაცრუება ან ბრაზი

ჩვენი შეშფოთება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმედგაცრუება ან ბრაზი, არამედ როგორც მეგობრებს შორის ურთიერთობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განუცხადა.

„ჩვენ ქართველი ხალხის ერთგული ვართ. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი კომუნიკაცია იმ შეშფოთებებთან დაკავშირებით, რაც გვაწუხებს და იმედი მაქვს, რომ მალე ვნახავთ შედეგს. ჩვენ მთავრობასთან უფრო ხშირად გვაქვს კომუნიკაცია, ვიდრე სხვა დანარჩენთან. ჩვენ ვხედავთ ამ შეშფოთების მიზეზს და გამოვხატავთ მას; თუმცა, ეს ჩვენი შეშფოთება არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმედგაცრუება ან ბრაზი, ეს უნდა იქნას აღქმული როგორც მეგობრებს შორის ურთიერთობა. ჩვენ საქართველოს როლს ვხედავთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს ჩვენს მომავალში. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ საქართველოც ასევე ხედავს ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 6, 2020 21:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,627
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics