პოროშენკოს წერილი სავჩენკოსადმი ფეიკია

უკრაინის პრეზიდენტ, პეტრე პოროშენკოს მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოსადმი, რომელსაც რუსეთში რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება ბრალად, არანაირი წერილი არ მიუწერია – ამის შესახებ პოროშენკოს პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ განაცხადა.
“პრეზიდენტმა სავჩენკოს მხარდაჭერის სიტყვები მისი დისა და დედის პირით შეუთვალა. მას არანაირი წერილი ნადეჟდასთვის არ გაუგზავნია” – ამბობს ცეგოლკო.

შეგახსენებთ, რომ დღეს სავჩენკოს ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკალაი პოლოზოვმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მშრალი შიმშილობა შეწყვიტა და წლის დალევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მან პოროშენკოსგან წერილი მიიღო.
მეორე ადვოკატმა მარკ ფეიგინმა კი “ტვიტერზე” გამოაქვეყნა თითქოსდა პოროშენკოს სავჩენკოს წერილი, სადაც ნათქვამია: “ჩვენ არ გვინდა თქვენ ჯანმრთელობა გაგიუარესდეთ, ჩვენ გვჭირდება ჯანმრთელი ნადეჟდა სავჩენკო, უკრაინის გმირი, სახალხო დეპუტატი, ჩვენი თავისუფლების სიმბოლო, რომელიც მალე დაბრუნდება სახლში და სხვებისთვის მაგალითი გახდება” – ნათქვამია ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა 3 მარტს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისასწაული ტექნიკურ უნივერსიტეტში – ჯრუჭის სახარების გამოფენა!
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა