გიორგი კვირიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პრემიერს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც “მოქალაქეობის შესახებ” კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად აღარ უნდა შეუწყდეს, როგორც ამას დღეს ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

მისივე შეფასებით, ეს ევროპულ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა და მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოშიც უნდა იყოს მიღებული. პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამ თემას განიხილავს.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბევრი სხვა საკითხი განვიხილეთ. ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკოს წერილი სავჩენკოსადმი ფეიკია
შემდეგი სტატია“ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროტესტია, ვიდრე სხვა რამ” – წულუკიანი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებზე