პოროშენკომ ჯარში გენდერული თანასწორობის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მამაკაცისა და ქალის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. “კანონის რეალიზაცია სამხედრო-მოსამსახურე ქალების უფლებების დაცვას შეუწყობს ხელს, ასევე, სამხედრო სამსახურში ქალების რაოდენობის გაზრდას, კერძოდ კი, მაღალ სამხედრო პოზიციებზე” – “დოიჩე ველე” წერს.
ახალი კანონი ორივე სქესის წარმომადგენლებს, კონტრაქტის დადებისას, თანაბარი პირობებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ქალებს გარანტირებული აქვთ მაღალ პოზიციებზე თანაბარი წვდომა, ასევე, თანაბარი პასუხისმგებლობა სამსახურეობრივი მოვალეობების აღსრულებისას.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 55 ათას მეტი ქალია. მათგან 25 ათასს სამხედრო მომსამსახურის სტატუსი აქვს.

banner
წინა სტატიაშილიტერატურაში ალტერნატიული ნობელის პირველი მფლობელი მარიზ კონდე გახდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ “წინანდლის პრემიის” დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა