პოროშენკომ დეკლარაციაში აჩვენა როიალი, Breguet-ი და 400 ათასი დოლარის შემოსავალი

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ შემოსავლების შესახებ დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ის ასობით კომპანიას ფლობს, ასევე ძვირადღირებულ საათებს და ფერწერის კოლექციას.
2016 წელს პოროშენკოს შემოსავალმა შეადგინა დაახლეობით 454 055 დოლარი, პრეზიდენტის ხელფასმა შეადგინა 13 523 დოლარი, შემოსავლების მეტი წილი 439 399 დოლარი კი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკიდან დივიდენდებია.
პოროშენკო ფლობს საცხოვრებელ სახლს, რომელის ფართობია 1331 კვ/მ, ასევე აქვს მიწის რამდენიმე ფართობი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
პოროშენკო 100 კომპანიის ბენეფიციარია, მათ შორის არის ფირმები, რომელიც დარეგისტრირებულია უკრაინაში, ყირიმში და კვიპროსზე.
მან დეკლარაციაში ასევე მიუთთა, რომ შვეიცარიის ბანკში ერთი მილიონი დოლარი აქვს.

banner
წინა სტატიაშიკვლავ მწვავედ დგას პოლიციის მხრიდან დაკავებული პირებისადმი არასათანადო მოპყრობა – ომბუდსმენის ანგარიში
შემდეგი სტატიააქტივისტი, რომელმაც ლგბტ-თემისთვის ცისარტყელის დროშა შექმნა, გარდაიცვალა