პომპეო- რუსეთი ცდილობს “ყველა ამერიკელს ცხოვრება გაურთულოს”

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკა აქტიურად გასცემს პასუხს სხვა ქვეყნების მცდელობებს, ქვეყნის არჩევნებში ჩაერიონ. მაიკ პომპეომ რუსეთი აშშ-სთან მიმართებაში “ბოროტ განზრახვებში” და “ამერიკელებისთვის ცხოვრების გართულების მცდელობაში” დაადანაშაულა.

ამერიკის ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვი მიმდინარე წელს კონგრესის არჩევნებში ჩარევასაც აპირებს.

“ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი ძალ-ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ ამერიკელებს ცხოვრება გაურთულოს” – სახელმწიფო მდივანმა თქვა, როცა მას მოსკოვის სამომავლო გეგმებზე კითხეს”ეს ათეულობით წელია გრძელდება, ამიტომ ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ რუსეთს, ჩინეთს, ირანს, ჩრდილოეთ კორეას და ყველას, ვისაც ბოროტი განზრახვა აქვს ამერიკასთან მიმართებაში, იმის საშუალება არ ჰქონიათ, რომ მნიშვნელოვნად ჩარეულიყვნენ ამერიკულ არჩევნებში” – აღნიშნა პომპეომ

“ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და დარწმუენბული ვარ, მას მივაღწევთ” – თქვა სახელმწიფო მდივანმა და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ნოემბრის არჩევნების უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა Bellingcat -ის გამოძიება რუსლან ბოშიროვის შესახებ უარყო
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – 27 სექტემბერი ჩემი ქვეყნის ისტორიაში უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღია