პოლონეთში თამაშის დროს ხუთი მოზარდი დაიღუპა

ხუთი არასრულწლოვანი გოგონა დაიღუპა ჩრდილოეთ პოლოენთში სათამაშო კომპლექსში. ისინი ქალაქ კოშალინში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ქვესტის შესრულებისას. სცენარის მიხედვით, მოთამაშეებს ოთახში კეტავენ, იქიდან გამოსვლა მხოლოდ დავალებების შესრულების შემდეგ შეიძლება. ხანძარი დაახლოებით 17.00 საათზე დაიწყო. გოგონები, რომლებმაც ოთახიდან გასვლა ვერ მოახერხეს, ბოლით გაიგუდნენ. 25 წლის მამაკაცი, რომელიც მათი ინსტრუქტორი იყო, მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა. მან და პოლონეთის შს მინისტრმა გოგონების ოჯახებს ტრაგედიის გამო მიუსამძიმრეს.

banner
წინა სტატიაშიტაივანი საერთაშორისო თანამეგობრობას ჩინეთისგან დაცვას სთხოვს
შემდეგი სტატიაჩინეთში ყინულის არქიტექტურის ფესტივალი დაიწყო