ტაივანი საერთაშორისო თანამეგობრობას ჩინეთისგან დაცვას სთხოვს

ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინვენმა 5 იანვარს საერთაშორისო თანამეგობრობას ჩინეთისგან დაცვას სთხოვა, მან მსოფლიოს მოუწოდა მხარი დაუჭირონ სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს ჩინეთის მუქარის ფონზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ტაივანი მზად არის საკუთარი თავისუფლება დაიცვას.
“თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა ტაივანის-დემოკრატიის მხარდასაჭერად არ გამოვა, რომელსაც ჩინეთი ემუქრება, მაშინ, ჩვენ გვსურს ვიკითხოთ, რომელი ქვეყანა იქნება მომდევნო?” – ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლისას თქვა ცაი ინვენმა.

2 იანვარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ცზინპინმა განაცხადა, რომ მზად არის ტაივანი სამხედრო ძალის გამოყენებით მიიერთოს. “ჩინეთი უნდა გაერთიანდეს და ეს აუცილებლად მოხდება” – ოთხშაბათს პეკინში ჩინეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ტაივანის დამოუკიდებლობა “ისტორიულ მოვლენებს ეწინააღმდეგება და ჩიხში შეყავს ის”, კუნძულის შემოერთება კი “ტაივანელი გლეხებისთვის მისწრება იქნება” – თქვა სი ცზინპინმა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ პეკინის მიზანია მშვიდობიანი გაერთიანება, თუმცა, თუკი ეს ასე არ მოხდება, ჩინეთი უფლებას იტოვებს ყველა საჭირო ძალა გამოიყენოს.

banner
წინა სტატიაშიჰაკერებმა Marriott-ის 25 მილიონი კლიენტის პასპორტის მონაცემები ჩაიგდეს ხელში
შემდეგი სტატიაპოლონეთში თამაშის დროს ხუთი მოზარდი დაიღუპა