პოლონეთს უსაფრთხოების ის სტატუსი უნდა ჰქონდეს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკმა ისაუბრა.
“პოლონეთი ნატოს წევრია უკანასკნელი 16 წლის მანძილზე, ამასთანავე, ჩვენი სტატუსი დასავლეთ ევროპული ქვეყნების სტატუსისგან მკვეთრად განსხვავდება. ჩვენი სურვილია ნატომ პოლონეთში საკუთარი ჯარები განათავსოს, რომ ეს დისბალანსი არ არსებობდეს” – განაცხადა მან გერმანულ “ბილდთან” ინტერვიუში.
პოლონეთში ნატოს ჯარების განთავსების წინააღმდეგია გერმანია, რომელსაც რუსეთის პროვოცირება არ სურს. მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიამ უნდა გადაწყვიტოს, რა მოლოდინები აქვს პოლონეთისგან.