ყველაზე პრობლემური ჯვარი-მესტიის გზაა

ყველაზე პრობლემური ჯვარი-მესტიის გზაა

აფერპრემიერ-მინისტრის დავალებით ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.
სამეგრელოს მთავრობის რეგიონებთან და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ეწვივნენ, რომელთაც სამხარეო ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ მთავრობასთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
მათი განმარტებით, დღის ბოლომდე თითქმის, ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება.
„ყველაზე პრობლემური ჯვარი-მესტიის გზაა, სადაც ყველა ძალებით ვცდილობთ, პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდეს. ხვალ კი, ვფიქრობ, შეფერხებები ყველა მიმართულებით აღმოფრხვრილი იქნება“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ.

banner
წინა სტატიაშიქუვეითმა თეირანიდან ელჩი გაიწვია
შემდეგი სტატიაპოლონეთს მოითხოვს საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ჯარები განლაგდეს