პოლონეთმა ევროკავშირის კრიტიკას უპასუხა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ვიტოლდ ვაშიკოვსკმა განაცხადა, რომ ევროკომისიის დასკვნა უფლებების სფეროში არასტანდარტული ცვლილებების გამო, “მხოლოდდამხოლოდ ვარაუდია” – დღეს “რადიო პოლოენთის” ეთერში თქვა.
გარეპოლიტიკური უწყების მეთაურმა დაამატა, რომ მთავრობამ უკვე მიიღო აღნიშნული დოკუმენტი და მის გაანალიზებას აპირებს. მისი თქმით, ევროკომისიის მიერ პოლონეთში კანონის უზენაესობის შემოწმება ევროკომისიის შიდაგანაწესია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არ ყოფილა შეთანხმებული.

შეგახსენებთ, რომ როგორც “თაიმერი” გუშინ იუწყებოდა, ევროკომისია პოლონეთის მთავრობას აფრთხილებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა ქვეყანაში უმაღლესი უფლებების დარღვევის სისტემურ საფრთხეს შეიცავს.
ევროკომისიის ხელმძღავენლის პირველმა მოადგილემ, ფრანს ტიმერმანსმა გუშინ განაცხადა, რომ მათი მიზანია პოლონეთის მთავრობასა და ევროკავშირის ხელმძღავნელობას შორის აღნიშნულ საკითხზე დიალოგი აღადგინონ. მათ წინადადებას ვარშავამ 2 კვირაში უნდა უპასუხოს.
პოლონეთის საკონსტიტუციო რეფორმა გასულ წელს მიიღეს. ახალი წესების მიხედვით, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია ყველა მოსამართლის ორი მესამედის ხმა, ამასთანავე, სხდომას 13 მოსამართლე მაინც უნდა ესწრებოდეს. გარდა ამისა, რეფორმის შემდეგ შეიცვალა საკონსტიტუციო მოსამართლეების დანიშვნისა და მოხსნის წესები, რაც ევროკავშირის პრონციპებს ეწინააღმდეგება.

ევროსაბჭოს თქმით, რეფორმა საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრების განხილვებს გაართულებს და გადაწყვეტილებების ვადებს გაახანგრძლივებს.

banner
წინა სტატიაშიგაცვლის თუ არა სააკაშვილი ოდესას კოსტრომაზე?!
შემდეგი სტატიასაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია