პოლონეთის გდანსკში მოკლულ მერს გამოეთხოვნენ

პოლონეთის ქალაქ გდანსკის მკვიდრები ქალაქის მერს პაველ ადამოვიჩს გამოეთხოვნენ. მერი 14 იანვარს თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. შაბათს ქალაქის ცენტრში დაახლოებით 45 ათასი ადამიანი შეიკრიბა – ადგილობრივი სამართალდამცველები ავრცელებენ.
გამოსათხოვარ ცერემონიას დაესწრნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავეცკი, ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერები, გარდა ამისა, პოლონეთის ქალაქების 300-მდე მერი, სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. ვარშავაში ადგილობრივები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც გდანსკიდან დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლირება მიდის.

პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი საქველმოქმედო კონცერტის დროს თავდამსხმელმა დანით დაჭრა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კვირა საღამოს კონცერტზე უცნობი მამაკაცი სცენაზე აიჭრა და ხალხის თვალწინ მერს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ის სცენიდან ყვიროდა, რომ უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში, სადაც აწამებდნენ. მერი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 41 პორცია სისხლი გადაუსხეს. დააკავეს 27 წლის ადგილობრივი, რომელიც ციხიდან რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა. მერის დაჭრის შემდეგ მამაკაცი რამდენიმე წამი სცენაზე დადიოდა, შემდეგ მან მიკროფონი აიღო და თქვა, რომ ის ციხეში იჯდა, მაგრამ მას დანაშაული არ ჰქონია.

ადამოვიჩი გდანკს 20 წელი ხელმძღვანელობდა. 2018 წლის ადგილობრივ არჩევნებში მას ამომრჩეველთა 65%-მა მისცა ხმა. ის ლიბერალი პოლიტიკოსი იყო და უმცირესობების უფლებებს იცავდა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიააშშ-ში ირანელი ტელეწამყვანი დააკავეს