აშშ-ში ირანელი ტელეწამყვანი დააკავეს

აშშ-ს სამხარეო მოსამართლემ ირანის საინფორმაციო არხის Press TV წამყვანის მარზიე ჰაშემის დაკავებაზე ორდერი გასცა, სადაც აღნიშნულია, რომ ჰაშემი მნიშვნელოვანი მოწმეა, რომ მას დანიშნული ყავს ადვოკატი და რომ მას არანაირ დანაშაულში ბრალი არ ედება.
ადრე ჟურნალისტი ორჯერ წარსდგა სასამართლოს წინაშე. აშშ-ს მთავრობის თქმით, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ჩვენებას მისცემს, მას დაუყოვნებლივ გაანთავისუფლებენ. დაკავების ორდერში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალები არ არის მოყვანილი.

ირანმა აშშ-ს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოუწოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჟიური Press TV-ს როგორც პროპაგანდისტული ტელეარხის საქმეს იძიებს, რომელიც იუსტიციის სამინისტროში არ დარეგისტრირებულა როგორც “უცხოური აგენტი”.
ჟურნალისტი აშშ-ში დაიბადა. მისი დაბადებისდროინდელი სახელია მელანი ფრანკლინი, რომელიც მან ისლამის მიღების შემდეგ შეიცვალა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის გდანსკში მოკლულ მერს გამოეთხოვნენ
შემდეგი სტატიალადო მგალობლიშვილმა პირდაპირი ეთერში მინერალური სასუქი ”კარბამიდი” შეჭამა