“პოლიტიკური სურათი და ველი შეიცვლება” – ბესელია საპარლამენტო უმცირესობის შექმნაზე მუშაობს

ივანიშვილის გუნდიდან დემარშით წასული ეკა ბესელია საკუთარი ფრაქციის ფორმირებას აქტიურად შეუდგა.
ბესელიამ დღეს არ გამორიცხა, რომ მმართველი პარტიიდან წასულ დეპუტატებთან ერთად საპარლამენტო უმცირესობა თავად შექმნას.

ბესელია ამბობს,რომ ახლა პარლამენტში პოლიტიკური სურათი და ველი იცვლება. „ახლა, ეს უკვე ნიშნავს, რომ პარლამენტში ახალი კონფიგურაცია ლაგდება. ახალი გადაჯგუფება ხდება და პოლიტიკური სურათი და ველი შეიცვლება.

ვნახოთ, შესაძლებლობა ჩნდება,რომ ახალი უმცირესობა დალაგდეს და შეიცვალოს ამ მხრივაც პოლიტიკური მოცემულობა,ამიტომ არც ამას გამოვრიცხავ, რომ ასეთი ახალი უმცირესობა შეიქმნას“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატია“არის ქაოსი და ამ ქაოსის შემდეგ რა კონფიგურაციას მივიღებთ არავინ იცის”- რომან გოცირიძე