“არის ქაოსი და ამ ქაოსის შემდეგ რა კონფიგურაციას მივიღებთ არავინ იცის”- რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ უმრავლესობასთან დაპირისპირებულმა ყოფილმა თანაგუნდელებმა შექმნან საპარლამენტო უმცირესობა, თუმცა გოცირიძის თქმით, ამ შემთხვევაშიც ორივე გუნდი ბიძინა ივანიშვილის ერთგული იქნება.

„არის ქაოსი და ამ ქაოსის შემდეგ რა კონფიგურაციას მივიღებთ არავინ იცის. ისეთი ტემპით ხდება უმრავლესობის დაშლა,რომ არც ის არის გამორიცხული, რომ სულს ხდება ტიპის უმცირესობა შეიქმნას პარლამენტში. ანუ უმცირესობა და უმრავლესობა, რომელიც ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ ერთგული არიან ივანიშვილისმ“-აცხადებს რომან გოცირიძე.

მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა დატოვეს, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი „ევროპულმა საქართველომ“ დაკარგა.

რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში ფორმირდება, თუ უმცირესობაში უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტია. ამ დროისთვის „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს. იმის გამო, რომ საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ 21 დეპუტატია დარჩენილი, მოხდა უმცირესობის დაშლა.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური სურათი და ველი შეიცვლება” – ბესელია საპარლამენტო უმცირესობის შექმნაზე მუშაობს
შემდეგი სტატიასაქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა – მამუკა ბახტაძეს სავარაუდოდ, TBC ბანკის საქმეზე მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა