პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გმობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე, ხათუნა სამნიძეზე და დავით ბერძენიშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმას

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გმობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე, ხათუნა სამნიძეზე და დავით ბერძენიშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმას.

სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობრივ ჯგუფებთან თანამშრომლობის შედეგი.
მსგავსი ფაქტები ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები აზარალებს ქვეყნის სტატუსს საერთაშორისო ასპარეზზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის პასუხს ელოდება.

პოლიტიკური პარტია „ლელო“ გმობს ყველანაირ ძალადობას და მიაჩნია, რომ ქართული ოცნების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება, ძალადობის დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება, ხელს უწყობს იმ გარემოს შექმნას, სადაც მსგავსი ფაქტები ხდება”,- ნათქვამია  პარტია “ლელოს” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში, ჩვენ და ჩვენს ხალხს გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით; ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ხალხის დაკვეთას ასრულებს