პოლიტიკაში პრეზიდენტის მონაწილეობა შემაკავშირებელი უნდა იყოს და არა ისე, რასაც სამწუხაროდ, პრეზიდენტი მიმართავს – ქადაგიშვილი

კონსტიტუციური თანამდებობები ადამიანის ხასიათზე არ არის მორგებული. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის როლი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს როლი ზეპარტიულია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ქადაგიშვილის თქმით, „პოლიტიკაში პრეზიდენტის მონაწილეობა შემაკავშირებელი უნდა იყოს და არა ისე, რასაც სამწუხაროდ, პრეზიდენტი მიმართავს“.

„26 მაისს მისი გამოსვლა და მისი დამოკიდებულება, იქ შეკრებილი ჯარის მიმართ არ იყო რელევანტური და ჩემი რეაქციაც იყო შესაბამისი. პოლიტსაბჭოს განცხადება იყო მოწოდება, რომ ყველა თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს. არავინ არავის აშინებს. ქვეყანაში დაშინების ფენომენი აღარ არსებობს. მოწოდება და მითითება ხდება. დაშინებით არავინ არავის აშინებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის ინიციატივა ვერ იფუნქციონირებს, თუ რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი კვლავ იმ ფაზაში დარჩება, როგორშიც ახლა არის – ლავროვი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას არც არასოდეს ჩამოშორებია და ყოველთვის ზიანის მოტანით იყო დაკავებული – ქადაგიშვილი