პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
1972 წელს დაბადებული ა.ს., მუქარისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება
გაეწია და ის ამჟამად აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2
ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის – ჯანმოს ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაგამწარებული ოჯახი ვართ და იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო