პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან ,,მაკაროვის”-ის სისტემის ცეცხლსასროლ იარაღი, 8 საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება”
შემდეგი სტატიათუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა – გვარამია მხარდამჭერებს მიმართავს