პოლიციამ ხულოში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1958 წელს
დაბადებული რ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს ხულოს
რაიონის სოფელ ხიხაძირში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით
სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ რ.გ.-ს და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,
ბრალდებულის ადგილსამყოფელი ცხელ კვალზე დაადგინეს. ის ხულოს რაიონის
სოფელ თხილვანაში იმალებოდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს რ.ბ.-მ ცეცხლი
გაუხსნა, რა დროსაც 2 სამართალდამცველი მსუბუქად დაიჭრა. მათ სამედიცინო
დახმარება გაეწიათ და უკვე დატოვეს საავადმყოფო. სამართალდამცველებმა
ბრალდებული გამთენიისას, თანასოფლელის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი –
პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე
მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ჟურნალისტი გიორგი საკარული ნაცემია ცოტნე ზურაბიანის ცეკვის ვიდეოს გამო !
შემდეგი სტატიაპარლამენტში კარანტინია გამოცხადებული – შენობაში არავის უშვებენ