პოდოლიაკი – ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინის საზოგადოებისთვის რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტია.

“უკრაინის ტერიტორიები დროებით ოკუპირებულია. ეს პრინციპში მშვიდად უნდა მივიღოთ, რადგან ომი ომია. ჩვენ დაგვჭირდება ამ ტერიტორიების გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის რუსეთის ფედერაცია.

ჩვენთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი, რომელსაც სამწუხაროდ, ბევრი რესურსი აქვს. მიუხედავად ამისა, სავსებით შესაძლებელია მათთან გამკლავება იმ ბოროტების დასჯის თვალსაზრისით, რაც მათ ამ სამყაროში მოიტანეს”. – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის 35 719 შემთხვევა გამოვლინდა – NCDC
შემდეგი სტატიაავტრიის დელეგაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა