ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის – პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა

ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის – პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

სპეცრაზმელები იმ მონაწილეებს უტევენ, ვინც შეძლო ჯებირის გადალახვა. სპეცრაზმელები ხელკეტებს იყენებენ მოქალაქეების წინააღმდეგ.

პარლამენტის თაღებთან სამართალდამცავების დიდი რაოდენობის მობილიზება ხდება.

პარლამენტის წინ შეკრებილებმა საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შესვლა შეძლეს. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს, შემდეგ კი რკინის ჯებირის გადალახვაც შეძლეს.

თუმცა, სამართალდამცავები ცდილობენ, რომ მოსახლეობის ნაკადი უკან დააბრუნონ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას მეუღლე: ეს მერამდენედ შეურაცგვყოფენ!!!
შემდეგი სტატია„დაემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნას, რაც ხდება ამას ქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი“ – შს მინისტრი პარლამენტში მივიდა