“პირდაპირ ილაპარაკეთ – კი თუ არა?…მადლობა, დაჯექით”

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის, დამოუკიდებლობის აღიარებას განიხილავდნენ, პუტინსა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შორის დაძაბული საუბარი შედგა.

პუტინმა რამდენჯერმე სცადა ნარიშკინის პირდაპირი პასუხის მიღება, რაც ამ უკანასკნელს რამდენჯერმე არ გამოუვიდა, საბოლოოდ კი თქვა, რომ მხარს უჭერდა დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას.

“ამას არ განვიხილავთ”, – უპასუხა ნარიშკინს პუტინმა.

პუტინი: რას ნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვთავაზობთ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას?

ნარიშკინი: არა, მე…

პუტინი: თუ ვაღიაროთ დამოუკიდებლობა

ნარიშკინი: მე…

პუტინი: პირდაპირ თქვით

ნარიშკინი: მე მხარს დავუჭერ აღიარების შესახებ…

პუტინი: მხარს დაუჭერთ თუ მხარს უჭერთ, პირდაპირ თქვით, კი თუ არა

ნარიშკინი: მხარს ვუჭერ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების შემოსვლას რუსეთის ფედერაციაში

პუტინი: ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებლობის აღიარებაზე

ნარიშკინი: მე მხარს ვუჭერ წინადადებას დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ

პუტინი: მადლობა, დაჯექით

https://www.facebook.com/100008250480751/videos/517661303053421/

 

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი – ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი
შემდეგი სტატიაპუტინის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს