კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს მთავრობის მეთაური ათათურქის მავზოლეუმში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას და ათათურქის მუზეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

banner
წინა სტატიაშიEU-ს ელჩებმა რუსეთის 4 პროპაგანდისტულ მედიას სანქციები დაუწესეს
შემდეგი სტატიაგლობალური ომის პარტია ცდილობს, საქართველოში მორიგ ჯერზე დაიწყოს მაიდანიზაციის პროცესი – “ხალხის ძალა”