ფიქრია ჩიხრაძე: ეს ნიშნავს, რომ ისინი ოკუპანტის მხარეს დადგნენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2019 03:06

ფიქრია ჩიხრაძე: ეს ნიშნავს, რომ ისინი ოკუპანტის მხარეს დადგნენ

ეს ნიშნავს, რომ ისინი ოკუპანტის მხარეს დადგნენ, გავრილოვის მხარეს დადგნენ – რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესები შეაფასა ფიქრია ჩიხრაძემ. მისი თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობა იმის გამო, რაც რუსთაველის გამზირზე განვითარდა, პასუხს მოსთხოვს.

მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი, თავადაც აქციაზე იმყოფება.

„ამ ყველაფერს აქვს ერთმნიშვნელოვანი შეფასება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მმართველმა ძალამ, ნაცვლად იმისა, რომ დაშვებულ შეცდომაზე ეგრძნო პასუხისმგებლობა და საზოგადოებისთვის, თავისი ხალხისთვის აეხსნა ეს ყველაფერი, მათ აირჩიეს რომ ამოფარებოდნენ რეზინის ტყვიებს, მხუთავ გაზებს და იმის მეშვეობით ელაპარაკათ საკუთარ ხალხთან. ეს ნიშნავს, რომ ისინი ოკუპანტის მხარეს დადგნენ, გავრილოვის მხარეს დადგნენ დღეს და ქართული საზოგადოება არის სხვა მხარეს. და ეს საზოგადოება უკვე სხვანაირად მოსთხოვს მათ ამის გამო პასუხს“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 21, 2019 03:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,721
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics