ფილარმონიასთან პარკინგის მოწყობის ინტერესი ერთმა კომპანიამ გამოთქვა – კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საპარკინგე ტერიტორიის მოწყობის მზაობა ერთმა კომპანიამ უკვე გამოთქვა. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, მიწისქვეშა პარკინგი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

“რამდენიმე თვის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, თუმცა პირველ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვა უარყოფითი შედეგით დასრულდა და არც ერთი დაინტერესებული პირის წინადადება წარმოდგენილა. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვაზე, რომელიც დადებითი შედეგით დასრულდა. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია „იქს 2“, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დაიწყებს მოლაპარაკებას მუნიციპალიტეტთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, რისი დიდი იმედიც გვაქვს, კომპანია შეუდგება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებას. ამის შემდეგ კი ორივე მხარე ერთობლივად მიიღებს სამშენებლო სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილებას”,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ღამის ავტობუსები იმოძრავებს
შემდეგი სტატიამოცდის დროის შემცირების მიზნით, მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატება