თბილისში ღამის ავტობუსები იმოძრავებს

თბილისში, პარასკევსა და შაბათს ღამეს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, როცა მეტრო ჩერდება, “ღამის ავტობუსი” დაიწყებს მოძრაობას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის ინფორმაციით, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც თბილისის “ღამის ეკონომიკის” ფარგლებში კეთდება.

ავტობუსები გაივლიან შემდეგ გაჩერებებს:

  • მეტროსადგური ახმეტელის თეატრი;
  • ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი გუდვილი);
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა;
  • ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა;
  • სტადიონი დინამო არენა;
  • დავით აღმაშენებლის გამზირი #106;
  • პირველი რესპუბლიკის მოედანი;
  • მეტროსადგური თავისუფლების მოედანი;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. კონკა;
  • ევროპის მოედანი;
  • ვახტანგ გორგასალის ქ. #7 — აბანოებთან;
  • დოდაშვილის მოედანი;
  • მეტროსადგური ისანი;
  • მეტროსადგური ვარკეთილი;
banner
წინა სტატიაშიოჯახში ძალადობაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაფილარმონიასთან პარკინგის მოწყობის ინტერესი ერთმა კომპანიამ გამოთქვა – კალაძე