არანაირი მტკიცებულება იმისი, რომ რუსეთის ავიადარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, არ არსებობს – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
“სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვისმენია მსგავსი შესაფება ტერორისტების ბარბაროსულ მოქცევებზე, რომლებმაც სირიის ტერიტორიაზე ასობით ათასი ადამიანი დახოცეს” – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი გუშინ ანკარაში ჩავიდა. დღეს მის მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კანცლერმა განაცხადა, რომ “შოკირებულია რუსეთის ავიადარტყმების შედეგებით, რომელმაც ათობით ათასი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია”