პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

parlamenti
პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანის და ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურები წარედგინა.
პრემიერ-მინისტრის წარდგინება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტმა 14 დღის განმავლობაში, 3 წლის ვადით უნდა აირჩიოს.
არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.
banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი” ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება
შემდეგი სტატია„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „მოამბის“ გუნდის ნაწილი შესაძლოა გაიფიცოს.