„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „მოამბის“ გუნდის ნაწილი შესაძლოა გაიფიცოს.

„მოამბის“ გუნდის ნაწილი შესაძლოა გაიფიცოს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველადი პროფკავშირი დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავს. როგორც პროფკავშირში განმარტავენ, დღეს, 8 ივნისს, გავიდა ის 21 დღიანი ვადა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს საყოველთაო გაფიცვის უფლებას ანიჭებს. შეგახსნებთ, რომ 18 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან, საინფორმაციო სამსახურის – „მოამბის“ ჟურნალისტების, ოპერატორების, მემონტაჟეების და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლების ნაწილმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ შრომითი პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიაშსს-მ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა