პენტაგონში ფაშიზმზე გამარჯვების დღე დაავიწყდათ

პენტაგონში ფაშიზმზე გამარჯვების დღე დაავიწყდათ

პპ (1)პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ კუკმა გუშინ, 9 მაისს, ტრადიციულ ბრიფინგზე აღიარა, რომ დაავიწყდა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი იყო.
კუკს ბრიფინგის მსვლელობისას ერთხელაც არ აღუნიშნავს დღის მნიშვნელობაზე, სანამ ჟურნალისტებმა არ შეახსენეს. პენტაგონის წარმომადგენელმა, მათ მადლობა გადაუხადა. “დღეს ბევრი რამ ხდება და ეს ჩემი მოვლენების სიაში არ მოხვედრილა. მაგრამ ვნახე, რომ მსოფლიომ აღნიშნა ეს დღე” – განაცხადა კუკმა.
აშშ, ბრიტანეთი და დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დასრულებას გერმანიის კაპიტულაციის დღეს, 8 მაისს აღნიშნავენ.

banner
წინა სტატიაში(video) ლევან ბერძებიშვილი:”პრემიერმა საპასუხო განცხადება დააგვიანა”
შემდეგი სტატიამარია გაიდარმა ოდესის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა დატოვა