მარია გაიდარმა ოდესის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა დატოვა

რამდენია სააკაშვილის და გაიდარის ხელფასი?

ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მარია გაიდარმა თანამდებობა დატოვა. როგორც მისმა პრესმდივანმა ვიქტორია სიბირმა სააგენტო “უნიანთან” საუბრისას განაცხადა, თანამდებობის დატოვების მიზეზი 1 მაისიდან სახელმწიფო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედება გახდა.

“დღევანდელი დღიდან მარია გაიდარი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შტატგარეშე მრჩეველია და მისი მოადგილის მოვალეობებს აღარ ასრულებს”, – განაცხადა გაიდარის პრესმდივანმა.

სიბირის განმარტებით, კანონში შეტანილი ცვლილებები საჯარო სამსახურისა და დეპუტატის სტატუსის შეთავსებას კრძალავს. მარია გაიდარი ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატია.

დღეს ოდესის საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მარია გაიდარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა.

მიხეილ სააკაშვილმა თავის მოადგილედ რუსი საზოგადო მოღვაწის მარია გაიდარის დანიშვნის შესახებ 2015 წლის 17 ივლისს განაცხადა. 4 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაიდარს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.

შეგახსენებთ, 4 მაისს მიხეილ სააკაშვილის მოადგილის თანამდებობა ალექსანდრ ბოროვიკმაც დატოვა. ბოროვიკის გადადგომის მიზეზი ასევე ახალი კანონის ამქომედება გახდა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონში ფაშიზმზე გამარჯვების დღე დაავიწყდათ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია