პენიტენციური სამსახური: N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა

N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აქვე განმარტავთ, რომ N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6, N 12, N 16) დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიკოტე ყუბანეიშვილის ლექსი აქციაზე: თბილისისკენ დაძრულია კოლონები, საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს