თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს.

მომიტინგეთა მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სამსახური: N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია