პელეს საქართველოში ელოდებიან

პელეს საქართველოში ელოდებიან

34ფეხბურთის მეფე-პელე, შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდეს, თუმცა ეს მხოლოდ სურვილია – “სპუტნიკი” წერს.
გამოცემის თანახმად, ამ დღეებში “საქართველოში არგენტინის სახლის” წარმომადგენელმა ნიკოლოზ პატარკაციშვილმა სხვადასხვა სტრუქტურებს ოფიცილურად მიმართა ფეხბურთის მსოფლიო მეფეს ჩამოსაყვანად შესაბამისი ზომების მისაღებად. ადრესატებს შორის საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ენერგეტიკის მინისტრი, თბილის მერი, სხვადასხვა სამინსტროების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები არიან.

პატარკაციშვილის თქმით, ჯერჯერობით მისი შეთავაზებით არავინ დაინტერესებულა, თუმცა, წერილები 28 მარტს გააგზავნა და შესაძლებელია დაუკავშირდნენ კიდეც.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატია,,იმედმა” შალვა რამიშვილს შოუ ახსნა-განმარტების გარეშე დაუხურა