,,იმედმა” შალვა რამიშვილს შოუ ახსნა-განმარტების გარეშე დაუხურა

news
ავტ.: news აპრილი 5, 2016 22:11

,,იმედმა” შალვა რამიშვილს შოუ ახსნა-განმარტების გარეშე დაუხურა

ტელეკომპანია ,,იმედმა” შალვა რამიშვილს შოუები ახსნა-განმარტების გარეშე დაუხურა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით თავად რამიშვილი ავრცელებს.

,,მეგობრებო, “იმედთან” ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!
დღეს იმ კომპანიამ რომელიც “იმედის” დაკვეთით ამზადებს “ილო ბეროშილის შოუს”, “ერთხელ საქართველოში” , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს “2 გოგოს” უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა “პოლიტიკაში” “იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.
შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად “პოლიტიკას” . კვირას ვერ გავა “ილო ბეროშილის შოუ” , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.
ვაპირებ ვითარების გარკვევას”- ნათქვამია ჟურნალისტის ,,ფეისბუქ” პოსტში.

news
ავტ.: news აპრილი 5, 2016 22:11