პეკინის ქუჩაზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც აივანზე ქურდობის მიზნით იყო ამძვრალი

თბილისში, პეკინის #22-ში კაცი მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში შეჭრას სახურავიდან ცდილობდა. შემთხვევის დროს ბინის მფლობელები შინ იმყოფებოდნენ.

მათ სავარაუდო მძარცველი აივანზე გამოკეტეს და 112-ში დარეკეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა კაცი დააკავეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისოფიო ქაცარავა: აღმოსავლეთ პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებში საქართველო დამსახურებულად იკავებს ლიდერ პოზიციას
შემდეგი სტატიამთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას – ინაშვილი