სოფიო ქაცარავა: აღმოსავლეთ პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებში საქართველო დამსახურებულად იკავებს ლიდერ პოზიციას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, პანელზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა 10 წლის შემდეგ“, სადაც დისკუსიის თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა და ის სარგებელი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ამ ინიციატივის ფარგლებში აქვთ.

სოფიო ქაცარავას განცხადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა არის ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული ინიციატივა, რომლის საშუალებით საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირს, გააჩნია მზარდი დადებით ეფექტი წევრი ქვეყნების სამომავლო დღის წესრიგზე და ხელშესახები შედეგები მოაქვს ხალხისთვის.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, გატარებულ რეფორმებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო მოლოდინებზე ისაუბრა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლის ფარგლებში საქართველო დამსახურებულად იკავებს ლიდერი ქვეყნის პოზიციას. დისკუსიის ფარგლებში შევაჯამეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ბოლო წლებში მიღწეული შედეგები, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და ვისაუბრეთ სამომავლო მოლოდინებსა და ხედვებზე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის კონფერენციაზე დიდი ყურადღება ეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, რაც არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი გზავნილები და მაქსიმალურად დავააახლოვოთ პოზიციები ჩვენს პარტიორებთან ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხებზე“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ მიღწეულ პროგრესს და ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ საბოლოო მიზნისკენ, რაც არის ნატო-ს წევრობა
შემდეგი სტატიაპეკინის ქუჩაზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც აივანზე ქურდობის მიზნით იყო ამძვრალი