პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ინფორმაცია ამის შესახებ,მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს. როგორც უქყებაში ამბობენ, სამედიცინო ექსპერტიზის პასუხის მიხედვით დადგინდა, რომ ბრალდებული არის სრულად შეურაცხადი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული 3 წლის ვადით მოთავსებულ იქნა ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

28 აგვისტოს პეკინის გამზირზე გამვლელმა ქალმა სამი წლის ბავშვი დაჭრა ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ქალი მალევე დააკავა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობდა. ბავშვი საავადმყოფოდან 29 აგვისტოს გამოწერეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ სამართალდამცველებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატია“სანამ სინოდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩემს განკვეთას ერისკაცამდე, ვრჩები შეჩერებული ხარისხით, ერთი ცოდვილი ბერი ვარ” – მეუფე პეტრე